რეზონანსი
07.08.2023

გამოვხატავთ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიიდან 15 წლის თავზე, გამოვხატავთ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას. მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა და იმ ზარალის კომპენსაცია, რაც მათ მოგვაყენეს, მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპასა და მთელ მსოფლიოში", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×