რეზონანსი
10.08.2023

როგორც იქნა, მოხდა ჩვენი აზრების თანხვედრა, - ასე გამოეხმაურა ზურაბ ჩხაიძე სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ გამოქვეყნებულ ახალ დასკვნას. „ვივამედის" კლინიკური დირექტორი აქცენტს ექსპრეზიდენტის კვების დეფიციტზე საუბრობს.

„აქ იგულისხმება ლაბორატორიული ანალიზების მაჩვენებლების პერიოდულად გაუარესება, რომ ეს ძირითადად დაკავშირებულია ისევ და ისევ კვების კომპონენტთან. დღევანდელ დასკვნაში კოლეგები აღნიშნავენ, რომ ეს უკავშირდება პროტეინდეფიციტურ მდგომარეობას, ანუ შიმშილს. რაც შეეხება კონკრეტულ დეფიციტს, დიახ, ესეც ალბათ ცოტა საკამათოა. შეიძლება ეს ნევროლოგის შეფასებაა, მაგრამ დინამიკაში ბევრად უფრო გაუმჯობესებულია.

პაციენტი ნაკლებად აქტიურია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეუძლია გადაადგილდეს აქტიურად და გადაადგილდება ძირითადად დამხმარე საშუალებების გამოყენების გარეშე", - აცხადებს ჩხაიძე.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნარჩუნდება გაუარესებისკენ ნელი დინამიკა. მედიკოსების დასკვნაში კვებით დეფიციტზეც არის საუბარი. ასევე ნათქვამია, რომ „ვივამედში" მართვასთან დაკავშირებით განსაკუთრებული შენიშვნები არ აქვთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×