რეზონანსი
10.08.2023

ახლა, როგორც ჩანს, მდგომარეობა სტაბილურია, თუმცაღა სტაბილურად არ უმჯობესდება და ლაბორატორიული მონაცემების მიხედვით, ცოტა გაუარესებისკენაცაა. ბოლო მონაცემებში უფრო მეტად საყურადღებოა ანემია, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, თენგიზ წულაძემ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, სააკაშვილის მდგომარეობა გამოწვეულია თუ არა კვების დეფიციტით, წულაძემ განაცხადა, რომ ისტორიის მიხედვით ასე ჩანს.

„კვების რაციონი არ უმჯობესდება, რადგანაც ფსიქიკური პრობლემები აქვს და ანორექსია", - დასძინა წულაძემ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ნარჩუნდება გაუარესებისკენ ნელი დინამიკა. მედიკოსების დასკვნაში, კვებით დეფიციტზეც არის საუბარი. ასევე ნათქვამია, რომ „ვივამედში" მართვასთან დაკავშირებით განსაკუთრებული შენიშვნები არ აქვთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×