რეზონანსი
10.08.2023

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი წერეთლის აზრით, ცდილობენ საზოგადოებაში შიში დაამკვიდრონ, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაიმე ხდება.

„ბოლო დღეებია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ რიკოთის უღელტეხილზე ნეგატიური განცხადებები გააქტიურდა. ცდილობენ საზოგადოებაში შიში დაამკვიდრონ, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაიმე ხდება.

მინდა გითხრათ, რომ რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს. გარკვეული მონაკვეთები დაწინაურებულია და წლის ბოლომდე აღნიშნული მონაკვეთები გაიხსნება. ყველა ფერდი, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე იყო, პროექტის შესაბამისად დამუშავდება და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება იქნება უსაფრთხო.

რიკოთის უღელტეხილზე 2019 წლიდან მიმდინარეობს აღნიშნული პროექტები. 97 ხიდი და 51 გვირაბი შენდება ერთად და ვერცერთი ადამიანი ვერცერთ ფაქტს ვერ მოიყვანს კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. ყველა კომპანია შერჩეულია დონორთან შეთანხმებით“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×