რეზონანსი
10.08.2023

აკადემიკოსი, თამაზ ჭელიძის განცხადებით, ჯერჯერობით მსოფლიო მასშტაბით არსებობს ორი ქვეყანა, სადაც სტიქიის პროგნოზირების შესაძლებლობებს იკვლევენ, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი ჯერ მეცნიერულ დონეზეა.

„დროში ზუსტი პროგნოზირების საშუალება არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ის პროგნოზი, რაზედაც საუბრობენ, მაინც წვიმაა და ამაზე არის გარკვეული შედეგები მიღებული. არის შტატებსა და იტალიაში, ოღონდ ეს არის წინასწარი სამუშაოები. არ არის სისტემა, არ არის დანერგილი, არ არის არავითარი გარანტია, რომ შეუცდომლად გააკეთებს", - აღნიშნა აკადემიკოსმა.

შოვის ტრაგედიიდან ერთი კვირა გავიდა. სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 12 დაკარგულის ძებნის არეალი გაფართოვდა, ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა უკვე 10 ადგილას მუშაობს. სტიქიის შედეგად 21 ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×