რეზონანსი
10.08.2023

ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს რიკოთი დაკეტილია, არასწორია. რიკოთზე მოქმედებს მოძრაობის სპეციალური რეჟიმი. კერძოდ, დილის 6 საათიდან, საღამოს 9 საათამდე მოძრაობენ მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო ღამის 11 საათიდან დილის 5 საათამდე - სატვირთო ტრანსპორტი,- ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა, რაჭის სტიქიის ზონიდან, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი წერეთლის თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს რიკოთის უღელტეხილი დაკეტილია. რიკოთის საგზაო მონაკვეთზე დაწესებულია ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი.

„იცით, რომ გზის 149-ე კმ-ზე, თოვლის დნობის შემდეგ, არსებული (ძველი) გზიდან 200 მეტრის ზევით, აღმოჩენილი იქნა, ნაპრალები. შესაძლებელი იყო მეწყრული პროცესების განვითარება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება რიკოთის უღელტეხილის დროებით დაკეტვის შესახებ. გავაფართოვეთ გზა, გავაფართოვეთ ბუფერული ზონა და ამის შემდეგ დავაწესეთ მოძრაობის სპეციალური რეჟიმი, იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო უსაფრთხოება. დღეს ეს რეჟიმი არის შემდეგნაირი - დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათამდე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ, ხოლო საღამოს 11 საათიდან დილის 6 საათამდე - მოძრაობენ უკვე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები," - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×