რეზონანსი
10.08.2023

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა მიიჩნევს, რომ უკრაინული ძალების განკარგულებაში არსებული იარაღის რაოდენობის გათვალისწინებით, უკრაინას არ შეუძლია ომში ბალანსის შეცვლა. ამის შესახებ მან გაზეთ The Washington Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.

დუდამ აღნიშნა, რომ პარტნიორების წყალობით უკრაინას ახლა ბევრად უფრო თანამედროვე სამხედრო პოტენციალი აქვს, ვიდრე რუსეთს, თუმცა, მისი თქმით, ეს საკმარისი არ არის.

„კითხვა შემდეგია: აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი რაოდენობის იარაღი, რომ შეცვალოს ომში ბალანსი? პასუხი ალბათ უარყოფითია. მათ ალბათ არ აქვთ საკმარისი იარაღი. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ახლა ისინი არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ განახორციელონ ძალიან გადამწყვეტი კონტრშეტევა რუსი სამხედროების წინააღმდეგ. მოკლედ, მათ მეტი დახმარება სჭირდებათ", - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×