რეზონანსი
11.08.2023

დღეს, 10 აგვისტოს, თურქეთის აღმოსავლეთით, მალათიის პროვინციაში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი იეშილიურტის რაიონი იყო.

მიწისძვრა იგრძნობოდა ახლომდებარე პროვინციებში, მათ შორის კაჰრამანმარაში, ადიამანში, შანლიურფასა და გაზიანთეპში. 

თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ ხალხი ქუჩაში გამოვიდა. მალათიის გუბერნატორის თქმით, დაინგრა მიტოვებული შენობა, რომელიც 6 თებერვლის ძლიერი მიწისძვრის დროს დაზიანდა. მისივე ცნობით, პანიკაში ჩავარდნილი ერთ-ერთი ადამიანი აივნიდან გადახტა.

მსხვერპლის, ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×