რეზონანსი
11.08.2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილთან დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალს, რომელშიც უკრაინასთან კავშირებიც შედის, სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ის წერს, უკრაინაში მიმდინარე ომი, ასობით ათასობით მსხვერპლითა და მილიონობით განადგურებული ადამიანური ბედით, სულ უფრო ბინძურ ელფერს იძენს.

„8 აგვისტოს ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს კომერმა გამოაქვეყნა მემორანდუმი ჯო ბაიდენის ოჯახის საბანკო დოკუმენტების თაობაზე. ამ დოკუმენტაციის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტად მუშაობის პერიოდში ჯო ბაიდენის ოჯახი რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის ოლიგარქებისგან იღებდა მილიონობით დოლარს, მათ შორის კონკრეტული მტკიცებულებების ბაზა შეგროვებულია 20 მილიონ დოლართან დაკავშირებით.

გასაგებია, რომ ეს არ არის ამერიკელი პრეზიდენტების უკანონო გამდიდრების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფაქტი, მაგრამ შესაძლოა ერთ-ერთია, რომელიც გამაგრებულია ესოდენ უდავო მტკიცებულებებით. სწორედ ამას აშუქებს დაწვრილებით Newsweek-ი, როდესაც აქვეყნებს კონგრესის ზემოაღნიშნული კომიტეტის სხდომაზე 31 ივლისს ჰანტერ ბაიდენის საქმიანი პარტნიორის, დევონ არჩერის ჩვენებებს: „დიახ, უკრაინული კომპანია Burisma უხდიდა ჰანტერს მილიონობით დოლარს, მხოლოდ იმისთვის, რომ მამამისი (როგორც ვიცე-პრეზიდენტი) იმ „ბრენდს“ წარმოადგენდა, რის გარეშეც Burisma დიდი გახია გაკოტრდებოდა“.

დევონ არჩერის ჩვენებებით, ამ საქმის გამოძიების მწარმოებელი უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ვიქტორ შოკინი სწორედ მას შემდეგ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, როდესაც ჯო ბაიდენს აცნობეს, რომ შოკინი აპირებს არჩერის ოფიციალურ დაკითხვას ჰანტერთან დაკავშირებით. თავის პუბლიკაციას Newsweek-ი ასრულებს ხისტი შეკითხვით: „რამდენად თავისუფალია ამჟამად ჯო ბაიდენი თავის არჩევანში - დაუჭიროს თუ არ დაუჭიროს მხარი უკრაინას ამ სამხედრო კონფლიქტში“.

Newsweek-ის მორიგი ციტატა: „ბაიდენის უკრაინაში კორუფციაში დადანაშაულების უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, ზელენსკი არ ამხელს ჯოს ამ ბინძურ საქმეებში. თანაც, რატომ? ამერიკის უდიდესი ძალისხმევით, ბაიდენი ეხმარება უკრაინას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონფრონტაციის წარმოებაში. ასეა თუ ისე, ამერიკულ საზოგადოებაში კიევის მიმართ დახმარების გაწევის ენთუზიაზმის კლების კონტექსტში, ლეგიტიმურია დაისვას კითხვა - რამდენად თავისუფალია პრეზიდენტი ბაიდენი, სურვილის შემთხვევაში, უარი თქვას ამჟამინდელ უზარმაზარ სამხედრო ძალისხმევაზე?!“.

Newsweek-ის ეს თეზისი სრულ თანხვედრაში მოდის დონალდ ტრამპის პოზიციასთან, რომელიც ითხოვს უკრაინისთვის ნებისმიერი „ტრანშის“ გადაკეტვას მანამ, სანამ ჯერ კიდევ არ დასრულებულა გამოძიება ბაიდენის ოჯახის კორუფციულ კავშირებზე კიევთან. სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე ომი, ასობით ათასობით მსხვერპლითა და მილიონობით განადგურებული ადამიანური ბედით, სულ უფრო ბინძურ ელფერს იძენს“... - წერს დავით ქართველიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×