რეზონანსი
11.08.2023

შოვში, სტიქიის ზონაში მეხანძრე მაშველები და სამხედროები 12 დაკარგულს ეძებენ. ნაპოვნია 21 ცხედარი, მათგან 19 იდენტიფიცირებულია. დღეს ონში სტიქიის დროს დაღუპულთა პანაშვიდი გაიმართება. სამოქალაქო პანაშვიდი ქალაქის კულტურის სახლში და ადგილობრივ ტაძარში ჩატარდება. კომენტარი გააკეთა ონის მერმა. 

"საძიებო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში, შეიძლება ითქვას. რაც შეეხება ადგილზე არსებულ მონაცემებს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 21 მოქალაქე არის გარდაცვლილი, 19 მოქალაქე არის იდენტიფიცირებული და 12 მოქალაქის საძიებო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სამოქალაქო პანაშვიდები დღეს დაიწყება, ჩვენ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიას ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებთან. სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება როგორც ონში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, ასევე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ონის კულტურის სახლში. ავტომობილების გარკვეული ნაწილი, რომელიც სტიქიის ზონაში იყო ჩარჩენილი, გამოყვანილია და ეტაპობრივად ხდება სხვა ჩარჩენილი ავტომობილების გამოყვანა," - აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგო ხიდეშელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×