რეზონანსი
11.08.2023

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იყო მყისიერი და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდა.

„მთელმა საზოგადოებამ, საერთაშორისო პარტნიორებმა, ყველამ დაინახა, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იყო მყისიერი და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდა. 3 აგვისტოს თავსდატეხილი სტიქიური უბედურების პრევენცია ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რასაც დარგის ექსპერტები და შესაბამისი დასკვნები ადასტურებენ. ჩვენი გმირი მაშველები და ჯარისკაცები 24-საათიან რეჟიმში სტიქიის ადგილზე არიან და სამაშველო ოპერაციებს აგრძელებენ. ამ დროისთვის დაკარგულია 12 ადამიანი. ჩართულია ყველა საჭირო ტექნიკური საშუალება და გაზრდილია არეალი, სადაც სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 

ამ ფონზე ოპოზიცია ჩვეულ რიტორიკას არ ღალატობს და ასეთი დიდი ტრაგედიით სპეკულირებს. ოპოზიცია არ აპირებს, კონცენტრირდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ევროინტეგრაციასთან, დეპოლარიზაციასთან, ასევე სხვა საკითხებთან და აუცილებელია შემდგომი განვითარებისთვის. ცდილობენ, ასეთი მძიმე ტრაგედიაც კი, პოლიტიკური ქულების დაწერისთვის გამოიყენონ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ინიციირება სწორედ ამ მიზნით არის გამსჭვალული და საკითხს უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ ექნება. მათ სურთ, საზოგადოების წინაშე წარმოაჩინონ, თითქოს, ხელისუფლებამ ყველაფერი არ გააკეთა მაშინ, როცა საზოგადოება დეტალურად ხედავს, რა საშუალებებით, როგორი რეაგირებით მოქმედებს ხელისუფლება. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა უსაფუძვლო და უადგილოა. ოპოზიციას შეუძლია, სხვა საპარლამენტო მექანიზმებით ისარგებლოს და კითხვები დასვას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×