რეზონანსი
12.08.2023

რუსთავში ყოფილმა ქმარმა ცოლი დაჭრა. "ინფო რუსთავის" ცნობით, ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 50 წლამდე მამაკაცსა და 40 წლამდე ქალს შორის კამათი ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო. საუბარი მალევე გადაიზარდა ჩხუბში რა დროსაც ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით ქალს სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაჭრილი ქალი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, მის სიცხოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა ბრალდებული კაცი ადგილზე დააკავეს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×