რეზონანსი
12.08.2023

მარიამ ბერიანიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც 3 აგვისტოს, შოვში მომხდარ სტიქიას გადაურჩა. მარიამი სტიქიის ეპიცენტრში მეუღლესთან და შვილთან ერთად მოექცა.

იგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელიც შოვში, მეწყერის ჩამოწოლამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული და წერს, რომ „სამოთხე ჯოჯოხეთად იქცა“.

„შოვში პირველად 6 წლის წინ ვიყავით. ფეხით გვაქვს შემოვლილი იქაურობა. ბუბის ნამონასტრალზეც ნამყოფები ვართ, არასდროს დამავიწყდება ის სილამაზე. შოვის გახსენებაზეც პირველი ის ადგილი მიდგებოდა თვალწინ, თუმცა ახლა შოვზე პირველი შოთის თვალები მახსენდება, იმ მომენტში როცა მეწყერის 3-მეტრიანმა ტალღამ დაგვარტყა და უთქმელად, თვალებით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს.

მტკივა თითოეული გარდაცვლილი ადამიანი და მათი ფიქრები სიკვდილის წინ.

პ.ს. ფოტო გადაღებულია ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე. ჩვენი სამოთხე ჯოჯოხეთად იქცა“, – წერს მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×