რეზონანსი
12.08.2023

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების არეალი გაიზარდა და მძიმე ტექნიკის მუშაობა დღეს დილიდან კვლავ განახლდა, - ამის შესახებ რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ შოვში განაცხადა.

მისივე თქმით, მდინარე გუბის კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა ქვათაცვენის ფაქტი, რის გამოც სამუშაოები დილამდე შეჩერდა.

„როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი დიდი მასშტაბის სტიქიების შემდეგ, ეს დამახასიათებელია. ვინაიდან ცუდი ხილვადობა იყო, გვიან ღამით მოხდა სამუშაოების დილამდე შეჩერება. დილით უკვე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მოხდა ვერტმფრენითა და დრონებით ამ ხეობის დათვალიერება და მნიშვნელოვან ქვათაცვენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დილიდანვე განახლდა საძიებო სამუშაოები", - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×