რეზონანსი
12.08.2023

რაჭაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს სომეხთა კათოლიკოსმა, გარეგინ მეორემ მიუსამძიმრა.

სომეხთა კათოლიკოსი სამძიმრის წერილში დიდ მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო და აღნიშნავს, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესია უსამძიმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს და ქართველ ხალხს და ლოცულობს, რათა ღმერთმა ნუგეში და შვება მისცეს დაღუპულთა ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მაშველები მუშაობენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×