რეზონანსი
12.08.2023

ქეთიმ ბოლო რამდენიმე წელიწადში თანამედროვე ქართული მწერლობისათვის ბევრი კარგი საქმე აკეთა. მარტო მისი „ცოცხალი წიგნები" რად ღირს! მინდა მივულოცო მწერალთა სახლის ხელმძღვანელობა, - წერს გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში.

„ქეთი დუმბაძეს ადრეული ახალგაზრდობიდან ვიცნობ, შეიძლება ითქვას ის ჩემი ყრმობის მეგობრია, მაგრამ ამჟამად ეს არ არის მთავარი! ღირსშესანიშნავია ის რომ იშვიათად შემხვედრია ქეთისთანა კეთილშობილი, საქმეზე შეყვარებული და გაწონასწორებული ადამიანი. ქეთი გააბრაზო და მით უფრო წყობიდან გამოიყვანო, წარმოუდგენელი მგონია...

ქეთიმ ბოლო რამდენიმე წელიწადში თანამედროვე ქართული მწერლობისათვის ბევრი კარგი საქმე აკეთა. მარტო მისი „ცოცხალი წიგნები" რად ღირს! მინდა მივულოცო მწერალთა სახლის ხელმძღვანელობა, ვუსურვო წარმატება, ვიცი, რომ ყველა გამოწვევას ღირსეულად გაართმევს თავს. ისიც ვიცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ქეთი ერთი წამით არ შედრკება და აიცრუებს გულს, რადგან ქეთის მამა, დიდი ნოდარ დუმბაძე წერდა: „სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული". ჰო და, ამ გაჭირვებაში მტკიცედ სდექ, ჩემო ძვირფასო მეგობარო!", - წერს გიორგი კალანდია.

სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×