რეზონანსი
13.08.2023

რუსთავში ქიმიურ საწარმო შპს "ემენ ქემიკალ ჯორჯიაში" მუშა დაიღუპა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საწარმოში მანგანუმის დასაგროვებელმა ბუნკერმა სიმძიმეს ვერ გაუძლო, ჩამოიშალა და მის ქვეშ მდგარი 50 წლამდე მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.

მუშა ადგილზევე გარდაიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს უსაფრთხოების წესის დარღვევა, სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×