რეზონანსი
13.08.2023

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დღეს დილის მონაცემებით შოვში დაღუპულთა სტატისტიკა არ შეცვლილა. სამძებრო სამუშაოები გრძელდება და ეპიცენტრში მიწის მასის 60% გადამოწმებულია.

"სტიქიის ეპიცენტრში უკვე 60% მიწის მასის გადამოწმებულია საძიებო სამუშაოების მიზნით. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მდინარის კალაპოტებში 54 კილომეტრის მონაკვეთი, რომელიც არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები.

გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა, დღეის მონაცემით 24 ადამიანია, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს და ასევე, როგორც მოგახსენეთ, ადამიანის 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები", - განაცხადა მან.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - 9 ადამიანი კვლავ იძებნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×