რეზონანსი
13.08.2023

ონის მერის, სერგი ხიდეშელის ინფორმაციით, შოვში დაღუპული გენადი სულთანიშვილის გადასვენება ონის კულტურის სახლში დღეს მოხდება და დაიწყება სამოქალაქო პანაშვიდები.

ამასთან, ხიდეშელის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

„ამ დროისთვის 24 მოქალაქე არის იდენტიფიცირებული. აქტიურ რეჟიმში ყველა უწყებაა ჩართული სამუშაოებში. დაემატა ნავები, გაზრდილია არეალი, როგორც ჭანჭახის ხეობაში, ასევე რიონში. ასევე, იდენტიფიცირებულია სოფო ბაკურაძე, რომელიც დასვენებული იქნება თავის სახლში სოფელ გლოლაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ აქტიურ რეჟიმში ხდება დაკვირვება. საძიებო სამუშაოების განმავლობაში გასულ 24 საათში სხეულის ფრაგმენტები იყო ნაპოვნი", - განაცხადა ხიდეშელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×