რეზონანსი
13.08.2023

ოპოზიციას შეიძლება დიდი სურვილი აქვს, რომ არც შედგეს პარლამენტში შოვის სტიქიის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია და ამით გააჩინონ ეჭვი, რომ თითქოს ხელისუფლებას არ სურს რომელიმე კითხვის დასმა და რომელიმე კითხვაზე პასუხის საზოგადოებისთვის გაგებინება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ

„ხედავს საზოგადოება, რომ ეს [ოპოზიციის მოთხოვნა კომისიის შექმნაზე] ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ პოლიტიკური დებატისთვის ახალი ასპარეზი გაიხსნას სადაც შეიძლება ეფემერული შანსები მონახოს ოპოზიციამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ან რაღაც ასეთი შოუები გაითამაშოს და გარკვეული სცენარებით შექმნას ახალი პლაცდარმები. რასაკვირველია, აქ ამის გამოყენების მცდელობასთან გვაქვს საქმე და არა ობიექტურად დასმულ კითხვასთან, რომელსაც პასუხის გაცემა სჭირდება. მათ [ოპოზიციას] შეიძლება დიდი სურვილი აქვს, რომ არც შედგეს ეს [შოვის სტიქიის შემსწავლელი] საგამოძიებო კომისია და ამით თითქოს გააჩინონ ეჭვი, რომ თითქოს ხელისუფლებას არ სურს რომელიმე კითხვის დასმა და რომელიმე კითხვაზე პასუხის საზოგადოებისთვის გაგებინება", - აცხადებს სარჯველაძე.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, რასაც ამ დროის მონაცემებით 24 ადამიანი ემსხვერპლა, 20 იდენტიფიცირებულია. 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×