რეზონანსი
13.08.2023

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს განუცხადა, ბუნებრივი შემთხვევა ყველგან შეიძლება მოხდეს, ვერ გავექცევით, სამწუხაროდ, მსოფლიოშია ასე, ჰავაიზე ასი ადამიანი დაიწვა და ასზე მეტი დაკარგულია. ამერიკა ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანაა, ვერტმფრენებიც ჩვენზე მაგარი ჰყავთ, ავიაციაც ჰყავთ, მაგრამ მოხდა, ბუნებაა, რა ვქნათ

„როგორც გვეუბნებიან, გარემოს კუთხით დღეს საფრთხე არ არის, თუმცა ეს არის ბუნებრივი შემთხვევა და ყველგან შეიძლება მოხდეს, არამარტო აქ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვართ კავკასიონის ქედზე მცხოვრები ერი და ქვეყანა. რატომ არ იყო მოწყობილობები დაყენებული - წამების თემაა, რა მოწყობილობაც არ უნდა დავაყენოთ. მუშაობენ ახლა. ასე რომ მივყვეთ, ათასობით ოჯახებია, რომლებიც უნდა გავასახლოთ მაშინ, პირდაპირ გეუბნებით, დაწყებული ლაგოდეხიდან, ყვარლიდან, დამთავრებული აქამდე და კიდევ იქით ყაზბეგამდე ჩასული. ყველგან შეიძლება პრობლემა მოხდეს, წყალი ადიდდეს, ვერ გავექცევით, სამწუხაროდ. მსოფლიოშია ასე, რა მოხდა ჰავაიზე, ასი ადამიანი დაიწვა და ასზე მეტი დაკარგულია. ამერიკა ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანაა, ვერტმფრენებიც ჩვენზე მაგარი ჰყავთ, ავიაციაც ჰყავთ, მაგრამ მოხდა. ხდება, ბუნებაა, რა ვქნათ, დიდი უბედურება მოხდა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კითხვაზე, „წინასწარ შეტყობინების სისტემა რომ ყოფილიყო დამონტაჟებული, ავიცილებდით ან მინიმუმამდე იქნებოდა თუ არა დაყვანილი ადამიანური ტრაგედია?", - გომელაურმა უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სიჩქარით მოძრაობდა მეწყერი.

„მეწყერი თუ ჩამოვიდა დაახლოებით ერთ წუთში, ვერაფერს აიცილებდი, მაგრამ თუ, ვთქვათ, მოუნდა 10-12 წუთი, ეს ექსპერტებმა უნდა თქვან. მე ვერ გეტყვით, რამდენ წუთში ჩამოვიდა მეწყერი", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×