რეზონანსი
14.08.2023

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა არავის უკვირს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სტანდარტების შესაბამისად, დაწყებულია საგამოძიებო პროცესი იმისათვის, რომ ყველა დეტალი იყოს შესწავლილი. პროცესს წარმართავს საქართველოს პროკურატურა. მე ასევე შეგახსენებთ, რომ სტანდარტის მიხედვით, როდესაც იწყება ჩვეულებრივი გამოძიება, არ იქმნება ხოლმე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები. თუმცა, აქაც ახერხებს ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა სპეკულირებას, რაც ძალიან სამწუხაროა, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„არის რაღაც საკითხები, რომლითაც არ უნდა ეცადო პოლიტიკური ქულების დაწერას, მაგრამ მათ, რა თქმა უნდა, სცადეს მთელი ამ დღეების განმავლობაში. უკან შეუბრუნდათ ეს ყველაფერი. იმდენად ამაზრზენი იყო ის სპეკულაციები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ შოვის თემასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა ყველაფერი. მე კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველას, რომ არ ეცადონ ისეთი თემებით სპეკულირებას, რომლებითაც სპეკულირება უბრალოდ არ შეიძლება“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×