რეზონანსი
14.08.2023

ინტენსიურად გრძელდება მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი, მინისტრი ატარებდა თათბირს. დილითაც გაგრძელდა თათბირი, სადაც ჩვენ მინისტრისგან მივიღეთ დავალებები თუ რა კონკრეტულ ღონისძიებებზე უნდა გადავიტანოთ აქცენტები, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

„მიმდინარეობს ამბროლაურამდე 18 სექტორად დაყოფილ რიონის კალაპოტში საძიებო სამუშაოები. ასევე ეპიცენტრში დღეს ნანახი იქნა „ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი, რომელშიც, ჩვენი ინფორმაციით, იმყოფებოდა სამი ადამიანი და ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციაზე მიდის სამუშაოები. სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია და შემოწმებულია. დარჩენილია დაახლოებით 25-25%, რომელსაც ვფიქრობთ, რომ 2 დღის განმავლობაში სრულად გადავამოწმებთ", - განმარტა თემურ მღებრიშვილმა.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მაშველები მუშაობენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×