რეზონანსი
19.08.2023

რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინასთან ომში წარმატების მიღწევას, ხოლო როგორც ქვეყანას, არ აქვს იმხელა გავლენა, როგორც ჩინეთს, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ესპანურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ბორელის თქმით, პუტინი აპირებს, პირადი და პოლიტიკური გადარჩენის მიზნით მსხვერპლად გაიღოს თავისი ხალხი, არმია. „სწორედ ამიტომ არის ასე რთული სამშვიდობო მოლაპარაკება", - აღნიშნა ბორელმა.

ამასთან, ჯოზეფ ბორელმა დადებითად შეაფასა საუდის არაბეთში უკრაინული „მშვიდობის ფორმულის" შესახებ ბოლო მოლაპარაკებები და ხაზი გაუსვა ჩინეთის მონაწილეობასაც.

„ჩინეთი ხმამაღლა არასდროს იტყვის, რომ ამცირებს მხარდაჭერას რუსეთისადმი ან ხელს უწყობს მის აშკარა დამარცხებას. პეკინი სულაც არ არის კმაყოფილი არსებული ვითარებით, ყოველ შემთხვევაში, ბირთვული იარაღის შეხსენებით", - აღნიშნა ბორელმა.

როგორც ბორელმა აღნიშნა, ჩინეთისა და რუსეთის შედარება შეუძლებელია.

„უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი არ არის რუსეთი. ჩინეთი არის ნამდვილი გეოპოლიტიკური აქტორი, ხოლო რუსეთი არის ეკონომიკური ჯუჯა, ისევე როგორც „ბენზინგასამართი სადგური, რომლის მფლობელს აქვს ატომური ბომბი", - თქვა მოგვიანებით ბორელმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×