რეზონანსი
19.08.2023

ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის იურიდიულად გაუმართავ, უსაფუძვლო ბრალდებებსა და მრავალ შეცდომას შეიცავს.

კვლევითი ცენტრი ასევე აღნიშნავს, რომ სამინისტრო "უკადრისი მეთოდებით" ებრძვის მათ. ცენტრის თქმით, მათი მაღალი სამეცნიერო რეპუტაცია და მტკიცე მოქალაქეობრივი პოზიცია კარგად არის ცნობილი სახელმწიფოსთვისაც და საზოგადოებისთვისაც.

"განცხადება შეიცავს მრავალ შეცდომას და იურიდიულად გაუმართავ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელთა მიზანია გ. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრის შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია. დასანანია, რომ სამინისტრო ასეთი უკადრისი მეთოდებით ებრძვის მასზე დაქვემდებარებულ კვლევით ცენტრს, რომლის მაღალი სამეცნიერო რეპუტაცია და მტკიცე მოქალაქეობრივი პოზიცია კარგად არის ცნობილი ჩვენი სახელმწიფოსთვისაც და საზოგადოებისთვისაც.

გ. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრი უახლოეს დღეებში გააცნობს საზოგადოებას დეტალურ დასაბუთებულ პასუხს სამინისტროს განცხადებაში გამოთქმულ ბრალდებებზე," - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს დილით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გ. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრის საქმიანობის შესახებ განცხადება გაავრცელა.

უწყების მტკიცებით, შიდა აუდიტორული შემოწმების ძირითადი შედეგები მოწმობს, რომ კვლევითი ცენტრი, უკვე მრავალი წელია, იმართება "მრავლობითი კანონდარღვევების ფონზე" და მას, მმართველობის მხრივ, "სისტემური პრობლემები" აქვს.

ამას გარდა, კულტურის სამინისტროს განცხადებით, "გამოვლინდა კვლევითი ცენტრის მიერ საბიუჯეტო თანხების კანონშეუსაბამო, არაეკონომიური და არაეფექტური ხარჯვის შემთხვევებიც."

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×