რეზონანსი
19.08.2023

შო­ვის ტრა­გე­დი­ის კი­დევ ერთი მსხვერ­პლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­დას­ტურ­და, 36 წლის ნი­კო­ლოზ ჩა­ლა­ძის ცხე­და­რი მე­უღ­ლემ, თა­ვი­სი­ვე ნა­ჩუ­ქა­რი ჯვრით ამო­იც­ნო. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ჩა­ლა­ძის ახ­ლო­ბე­ლი წერს, ის სტი­ქი­ის დროს კო­ტე­ჯე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­და, რა დრო­საც მე­წყერ­ში მოყ­ვა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხე­და­რი რო­გორც მე­უღ­ლემ, ასე­ვე გარ­დაც­ვლი­ლის ძმებ­მა ამო­იც­ნეს. პრო­ცე­დუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ი­ნიშ­ნა დნმ ექ­სპერ­ტი­ზაც.

"ნი­კო­ლოზს დარ­ჩა მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი. ხუთი წლის დე­მეტ­რეს ახ­ლაც ჰგო­ნია, რომ მამა სამ­სა­ხურ­შია და ელო­დე­ბა...

წლი­ნა­ხევ­რის და­თუ­ჩას აქვს და­უ­ნის ტრი­სო­მა­ლუ­რი ფორ­მა, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. ბავ­შვე­ბი სო­ცი­ა­ლურ შემ­წე­ო­ბას იღე­ბენ. ნი­კო­ლოზს მუდ­მი­ვი სამ­სა­ხუ­რი არ ჰქონ­და, ის მუ­შა­ობ­და მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე და ტრა­გე­დი­ის დღე­საც სწო­რედ სა­მუ­შა­ოდ იმ­ყო­ფე­ბო­და შოვ­ში.

ახ­ლაც, ამ ოჯახს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა, გა­ვერ­თი­ან­დეთ ნი­კო­ლო­ზის ოჯა­ხის მხარ­და­სა­ჭე­რად, თქვენს მიერ გა­ღე­ბულ თი­თო­ე­ულ ლარს შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს ბავ­შვე­ბის მო­მა­ვა­ლი.

ლი­ბერ­თი ბან­კი, ან­გა­რი­შის ნო­მე­რი #GE72LB0711182522606000 მიმ­ღე­ბი: ეკა გოგ­ლი­ძე (ნი­კო­ლო­ზის მე­უღ­ლე)" - წე­რია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×