რეზონანსი
19.08.2023

51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია.

ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში გარდაიცვალა.

„ნანა და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებდა. 17 აგვისტოს საღამოს ის მეხის ჩამოვარდნის გამო ადგილზე გარდაიცვალა, როცა მისი ქმარ-შვილისგან მოშორებით, სულ რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა. ჩვენ დავკარგეთ დედა, ცოლი და ქალი, რომელიც უკეთეს მსოფლიოზე ოცნებობდა", - ეუბნება „რადიო თავისუფლებას" ნანას ოჯახის ახლობელი.

ნანა ჯანაშიამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) 1998 წელს დააფუძნა. 25 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 300-მდე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელა კავკასიის რეგიონში და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა უფრო მწვანე და მდგრადი მომავლის შექმნაში.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×