რეზონანსი
20.08.2023

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავჯდომარის ნათქვამს ეხმიანება, სადაც გიორგი ვაშაძე სტიქიის ზონაშიი სახედრო ტექნიკისა და ტანკების შეყვანის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ტანკებს შევიყვანდი შოვშიო, ამბობს ნაცმოსრაობის და "ტრაგედია დაღმაშენებლის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე.

არ ხუმრობს. ხომ ხედავთ როგორი ემოციებით ამტკიცებს?! .

სამშენებლო ტექნიკით დაწყებული, სამხედრო ტექნიკით გაგრძელებული, ყველაფერს შევიყვანდიო.

მართლა შეიყვანდა ტანკებს, ბეტონის ამრევებს, ქვემეხებს, ამწე კრანებს...

შვეულმფრენს და თვითმფრინავს ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან. თვითმფრინავები გვაჩუქა ამერიკამო. ქვეყნის მართვაზე აქვს პრეტენზია.

საინტერესოა, ტანკებს რომ შეიყვანდა, ჯარს რა დავალებას მისცემდა?

უტიფრად აცხადებს, არ ჩავედი, რათა ხელი არ შეგვეშალაო. კურორტებზე ვინც იყავით, მაგიტომ გააგრძელეთ დასვენება?

არც წამყვანს უჩნდება შეკითხვები, ტანკებთან დაკავშირებით, არც სიცრუეებზე, დაიძინეს, ხალხი მიატოვესო.

მორალი სხვა თემაა. კვალიფილაციაზე და არასერიოზულობაზე მაქვს საუბარი. 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა მუშაობდა. ტანკებით რა უნდა ექნა, შლამში შეიყვანდა?“ - წერს ამირან სალუქვაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×