რეზონანსი
20.08.2023

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები სამძებრო სამუშოებს მდინარეების - ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში და მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე ახორციელებენ.

„ძებნის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული. თითო ჯგუფი, ოთხკაციანი შემადგენლობით, 3-კილომეტრიან დისტანციაზე მდინარეების კალაპოტების მონიტორინგსა და ძებნის ოპერაციებს ახორციელებს.

სამაშველო სამუშაოებში ჩართულნი არიან, როგორც დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის, ასევე ეროვნული გვარდიისა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×