რეზონანსი
20.08.2023

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები დღეს გაიმართება.

ფესტივალი სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის" კონცერტით დასრულდება, მანამდე კი მაყურებელი ფოლკლორული ანსამბლის, „იალონის", შემოქმედებას გაეცნობა და კვლავ ნახავს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლს „ყველაფერი ნამდვილად იყო".

როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი პირველად იმართება, რომელსაც ყველა მსურველი უფასოდ ესწრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×