რეზონანსი
20.08.2023

მარნეულში, სოფელ სადახლოში მკვლელობა მოხდა. 55 წლის მამაკაცმა ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. სამწუხაროდ, მიყენებული ჭრილობებით ქალი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მალე მივიდა სასწრაფო დახმარების ჯგუფი, მაგრამ ქალს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარის დეტალებზე სამირა ბაირამოვა „კვირის პალიტრას" ესაუბრა:

"ძალიან მძიმე ამბავია. მამაკაცს ჰქონია ბოლო დროს ფსიქიური პრობლემები, ადრეც მკურნალობდა. რამდენჯერმე უთქვამს ცოლისთვის ჩვენ ერთ დღეს ერთად მოვკვდებითო, მაგრამ აბა რას წარმოიდგენდა ქალი, რომ მას ქმარი მოკლავდა. მამაკაცს თირკმელზე აქვს პრობლემა, კლინიკაში იწვა, მკურნალობდა.

გადაწყდა თურმე, რომ ამ რამდენიმე დღეში მისთვის ოპერაცია ჩაეტარებინათ. საოპერაციოდ ემზადებოდა, ამიტომ ექიმებმა ცოტა ხნით სახლში გამოუშვეს. დანიშნული იყო ოპერაციის დღე და უკან, კლინიკაში უნდა დაბრუნებულიყო.

თუმცა მან ეს შემზარავი დანაშაული ჩაიდინა. დანით მოკლა ცოლი. შემთხვევას მათი 28 წლის შვილი შეესწრო, ეტყობა მან გვიან ნახა რომ დანით უკლავდა მამა დედას. ბიჭი შეეცადა დედა გადაერჩინა, მის დახმარებას ცდილობდა, მამას წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ უშველა. როგორც მითხრეს, შვილსაც აქვს ცოტა დაზიანებები მიყენებული. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, ღრმა ჭრილობა იყო. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები. მათი ნათესავი ამბობს, დამნაშავე მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში გადაიყვანესო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა მისი დაკავება", - ამბობს სამირა ბაირამოვა.

მარნეულში მამაკაცმა ცოლი მოკლა - ბრალდებული დაკავებულია

მკვლელობის ბრალდებით დაკავებული და მოკლული საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×