რეზონანსი
21.08.2023

სკოლა „ქორალი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი სკოლის მოსწავლე, ნიკოლოზ ხავთასი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე­ცხრე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა სამი დღის წინ მოხ­და. 

„დღეს, 20 აგვისტოს, მარადიულ სასუფეველში გავაცილეთ ჩვენი უსაყვარლესი, საუკეთესო, ნიჭიერი, არაჩვეულებრივი მოსწავლე – ნიკოლოზ ხავთასი. იგი გამოირჩეოდა თავისი შესაძლებლობებით, იყო საუცხოო ადამიანი, მომავლის ბიჭი, რომელმაც ნაადრევად შეწყვიტა სიცოცხლე და დაგვიტოვა საშინელი, მოუშუშებელი ტკივილი. 

სკოლა ,,ქორალი” უსამძიმრებს მის ოჯახს და იზიარებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. ნიკოლოზის ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში“, – წერს სკოლა „ქორალი“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×