რეზონანსი
21.08.2023

შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულ სამ პირს ხვალ საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამის შესახებ ონის მერის მოადგილემ ლევან შერაზადიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. მისი თქმით, სტიქიის შედეგად დაკარგული ადამიანის პირის სამძებრო სამუშაოები 36 ლოკაციაზე გრძელდება.

"დღეს მოხდება სამი გარდაცვლილის ქუთაისის პროზექტურიდან გადმოსვენება სოფელს ლაგვანთაში და ხვალ, 22 აგვისტოს თემურ ჩარკვიანის, დიმიტრი ფირცხალავას და ნიკოლოზ ჩალაძის დაკრძალვა გაიმართება საგვარეულო სასაფლაოზე. ძებნა გრძელდება 36 ლოკაციაზე, გაზრდილი არის პერიმეტრი, როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. კურორტს შოვის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტში", - განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×