რეზონანსი
21.08.2023

სრულად ვიზიარებთ, რომ ამომრჩეველთა ინფორმირება, განათლება, ცნობიერების ამაღლება სასიცოცხოლოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესისთვის და ამის დასტურია ცესკოს-ს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა აქტივობა, რომელსაც ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს და განახორციელებს სამომავლოდ, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, უკვე 15 000-ზე მეტი მოხალისეა გადამზადებული საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

„პროცესი კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება და ფართო მასშტაბებს შეიძენს დარჩენილ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. პროცესს ზურგს უმაგრებს ცესკო-ს მიერ სხვადასხვა წლებში ჩატარებული შვიდი საპილოტე პროექტი და ის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ჩვენ ამ პროექტებიდან და ტექნოლოგიებიდან გამომდინარე მივიღეთ. ამასთანავე, საკანონმდებლო მოცემულობა, რომელიც აზღვევს მთელ რიგ საკითხებს და უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას, როგორიც არის გადათვლები, ქაღალდის კვალი ყველა პროცესთან მიმართებით. საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზაობას აცხადებს, ამ მიმართულებით ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და ჰქონდეს წამყვანი როლი ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით, იქიდან გამომდინარე, რომ ის გახლავთ ცენტრალური უწყება, ვინაიდან მას აქვს, როგორც ინტელექტუალური გამოცდილება ამ მიმართულებით, ასევე ის ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობითაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი სწავლებები. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და მივესალმებით ნებისმიერ მხარდაჭერას, რომელიც უწყებას ამ მიმართულებით ექნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან...

მინდა, მოვუწოდო ყველა ჩართულ მხარეს, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ნუ დავაზიანებთ ამ მნიშვნელოვან, ისტორიულ საარჩევნო პროცესს და ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი ჩართულობითა და მონაწილეობით უზრუნველვყოთ ქვეყანაში მაღალი სტანდარტების შესაბამისი, პროფესიული დონის არჩევნების ჩატარება", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×