რეზონანსი
21.08.2023

უმძიმესი ამბით თბილისიდან - 64 წლის მამაკაცი პედოფილიის ბრალდებით არის დაკავებული. გამოძიება 14 წლამდე მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით მიმდინარეობს. ცნობილია, რომ დაკავებულს წლების განმავლობაში ხილ-ბოსტნეულის მაღაზია ჰქონდა თბილისის ერთ-ერთ უბანში. სწორედ ეს მაღაზია გახდა მძიმე დანაშაულის ადგილი.

მაღაზიაში მარტო შესული არასრულწლოვანი გოგონა ხანშიშესული მამაკაცის მხრიდან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გახდა. ამბავი კი მას შემდეგ გახმაურდა, რაც მოზარდმა თავად მოყვა მომხადრის შესახებ. ამის შემდეგ საქმეში პოლიცია ჩაერთო და უმძიმეს დანაშაულში მხილებული მამაკაცი დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა და 64 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

აღიარებს თუ არა დაკავებული ბრალს, ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატი "პირველებს" არ პასუხობს და ამბობს, რომ ინფორმაციას ვერ გასცემს.

ადგილობრივებისთვის კი დაუჯერებელია მომხდარის შესახებ და ამბობენ, რომ მამაკაცი, სადღაც ერთი კვირის წინ დააკავეს.

"მე იქ ვდგავარ დახლთან, ვიკითხე სად არის-თქო და დაკავებული არისო. რაზეა დაკავებული-თქო, რომ ვიკითხე, არავინ არ მითხრა. არ ვიცითო. ერთი კვირაა რაც დააკავეს. 20 წელია აქ დავდივარ, ამ კაცს კარგად ვიცნობ, ჩემი ძმის მეზობელია. რავიცი ცუდი არაფერი ამ კაცისგან არ გამიგია, კარგი ადამიანია. დაუჯერებელია". - ამბობს ადგილობრივი.

პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც 14 წელს მიუღწეველი მოზარდის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

მოზარდი ახლა უმძიმესი სტრესის ქვეშ არის და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

"ტვ პირველი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×