რეზონანსი
21.08.2023

2023 წლის ბოლომდე ბევრი ახალი სტანდარტი და რეგულაცია შემოგვაქვს, რომლებიც მიმართულია ჯანდაცვის სისტემაში პაციენტზე ზრუნვისა და მომსახურების ხარისხის გაზრდისკენ, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, სექტემბრიდან ძალაში შედის რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო პირობები, რომლებიც ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობდა და პირველად ინერგება.

„ცვლილების მიხედვით, მკაცრად არის განსაზღვრული, რა აღჭურვილობა უნდა ჰქონდეს კლინიკას. ასევე - ოთახის მოწყობის წესი, თითოეულ პაციენტსა და საწოლზე ექიმების, ექთნებისა თუ რეანიმატოლოგების რაოდენობა. ეს სტანდარტები ერთხელ და სამუდამოდ მოაწესრიგებს რეანიმაციულ და ქირურგიულ მომსახურებას. შესაძლებლობას მოგვცემს, პაციენტი იმართოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ნოზოკომიური ინფექციების გავრცელების რისკი", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×