რეზონანსი
21.08.2023

კონკრეტულად რამდენ სოფელში იყო ძლიერი სიტყვა და რა ოდენობის ზარალი მიადგა მოსახლეობას ამ ეტაპზე უცნობია, პასუხს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიიდან ველოდებით.

"ფაქტობრივად გაგვანადგურა, მთელი მოსავალი დაგვიზიანა. მეზობლების მანქანებს სეტყვამ მინები ჩაუმტვრია",- გვითხრა სოფელ ჩორჩანში მცხოვრებმა, მარიკა ფოფხაძემ.

ძლიერი სეტყვა იყო კახარეთშიც.

მიმდინარე წელს ადიგენის მუნიციპალიტეტი სტიქიამ არაერთხელ დააზრალა.

გასული თვის მონაცემებით, ტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 1 000 000 ლარს გადააჭარბა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 და 22 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში სამცხე-ჯავახეთში დროგამოშვებით წვიმა, ელჭექი, სეტყვა მოსალოდნელი.

sknews.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×