რეზონანსი
27.08.2023

ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი რუსეთს მოუწოდებს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას დაუბრუნდეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვალდის დომბროვსკისიმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მარცვლეულის შავის ზღვის გავლით ტრანსპორტირების დაბლოკვა პრობლემებს არა მარტო კიევს, არამედ ბევრ ქვეყანას უქმნის.

„მხარს ვუჭერთ გაეროსა და თურქეთის ყველა ძალისხმევას შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა დომბროვსკისმა და დასძინა, რომ ევროკავშირი უკრაინას მარცვლეულისა და სხვა პროდუქციის ექსპორტისთვის ალტერნატიულ მარშრუტებს სთავაზობს.

დომბროვსკისმა აღნიშნა, რომ რუსეთი მარცვლეულს იყენებს, როგორც იარაღს. ​

რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმება ივლისში დატოვა, მიზეზად კი მისი პირობების შეუსრულებლობა დაასახელა. ამასთან, რუსულმა ძალებმა უკრაინული პორტებისა და მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე დაიწყეს იერიშების მიტანა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×