რეზონანსი
27.08.2023

შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ კლდის მასის ჩამოშლის პროცესებზე გეოლოგების დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გეოლოგმა, შოთა ლობჟანიძემ განაცხადა.

როგორც ლობჟანიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, წვიმის შემთხვევაში ღვარცოფის საფრთხე იქნებოდა.

„საქმე გვაქვს გამოფიტული მასის ჩამოქცევასთან. ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ამ ფერდს. სხვა მხრივ ახლა საშიშროება არ არსებობს. დანარჩენი ანალიზის სფეროს განეკუთვნება. ასეთი საფრთხე ყოველთვის არსებობდა. ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასის ჩამოქცევა. წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა, ტრანსფორმირდებოდა. აღნიშნული ადგილი უსაფრთხოა, მაგრამ დაკვირვება სჭირდება, მუდმივად.

დღეს ჩამოშლილი მასა ხევშია დაგროვილი და გაიწმინდება. დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება",- განაცხადა გეოლოგმა.

შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიასთან კლდის ნაწილი დღეს ჩამოიშალა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×