რეზონანსი
27.08.2023

გეოლოგიურმა სამსახურმა სამუშაოები დაასრულა. შესაბამისად, ველოდებით მათ დასკვნას, აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ შემდგომ, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კვლავ ძალაშია შეზღუდვა შიომღვიმის ტერიტორიაზე მომლოცველთა და ტურისტთა შესვლაზე.

„გეოლოგიურმა სამსახურმა სამუშაოები დაასრულა. შესაბამისად, ველოდებით მათ დასკვნას, აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ შემდგომ. წინამძღვართან კოორდინირებული მუშაობით გავატარეთ შესაბამისი სამუშაოები, რომ შეიზღუდა მომლოცველთა და ტურისტთა შემოსვლა, ამ რეჟიმში ვართ ახლაც. გეოლოგებმა იმუშავეს და რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედებთ, შეზღუდვა იქნება, აკრძალვა, თუ რა რეაგირება იყოს შემდგომ",- აღნიშნა გოჩა ქავთარაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×