რეზონანსი
27.08.2023

რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, მარგარიტა სიმონიანის სახლთან, ბოლო ერთ კვირაში დრონი უკვე მეორედ ჩამოვარდა. ინფორმაციას მასზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.

"ჩვენს სახლთან უკვე მეორედ ბოლო ერთ კვირაში, ჩამოვარდა დრონი. მინდა გითხრათ, რომ ხმამაღლა ვარდება", - თქვა მან.

ის ასევე ამბობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების მოსკოვზე შეტევებს უკრაინული მხარე აწყობს იმისთვის, რომ ხალხი "პანიკაში ჩავარდეს" და რუსეთის პრეზიდენტს "სპეცოპერაციის" შეწყვეტა მოსთხოვოს. მისი თქმით, ეს "ტიპური ხელწერაა", თუმცა მათი ეს განზრახვა ვერ შესრულდება.

"ჩვენ უკან კი არ დავიხევთ, ამ შემთხვევაში საერთოდ მუხრუჭი გაგვიფუჭდება და ერთი პედალი - გაზი დაგვრჩება", - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის რაიონში ორი დრონი 21 აგვისტოს ჩამოაგდეს, სადანაც ერთ-ერთი მარგარიტა სიმონიანის სახლთან ჩამოვარდა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×