რეზონანსი
03.09.2023

კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლება მიყენებულ ზარალს დილიდან ითვლის. სტიქიის ზონაში ჩავიდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

„მოსახლეობის და ფერმერების მიმართ, რომელთაც ზიანი მიადგათ, სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი იქნება თანადგომა. დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები. ყურძენს, რომელიც დაზიანდა, სრულად სახელმწიფო ჩაიბარებს. კილოგრამზე 90 თეთრის ფარგლებში მოხდება ამ ყურძნის ღირებულების ანაზღაურება, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი თანადგომა იქნება ფერმერებისთვის", - განაცხადა გარემოს დაცვლისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ.

სეტყვამ და ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და განადგურებულია ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×