რეზონანსი
03.09.2023

ყველა ჩვენგანისთვის საკმაოდ იმედგამაცრუებულია იმის დანახვა, რომ საქართველოს დეოკუპაციის კუთხით ყველა საერთაშორისო მოლაპარაკებას აქვს ნულოვანი შედეგი იმასთან შედარებით, რასაც რეალურად საქართველო იმსახურებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, ამ წლებში სიტუაცია არ უმჯობესდება.

მისი თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როცა რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ შესაბამისად არ იმოქმედა.

„ვფიქრობ, აქ არსებული სიტუაცია გვახსენებს, რომ უდიდესი შეცდომა იქნა დაშვებული, როცა არ განხორციელდა თანმიმდევრული ქმედებები მას შემდეგ, რაც რუსეთმა აქ ტერიტორიები დაიკავა. ახლა ჩვენ ვხედავთ უკრაინაში უზარმაზარ სოლიდარობას, არის სანქციები. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ისეთი თანმიმდევრულები, როგორც ახლა უკრაინაში და ვფიქრობ, როცა უკან ვიხედები, ეს დიდი შეცდომა იყო", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×