რეზონანსი
03.09.2023

„ნაციონალური მოძრაობა" რუსულ თამაშებში ჩართვას არ აპირებს, საერთოდ არ მაინტერესებს ეს საკითხი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ამ თემის განხილვა აწყობს ხელისუფლებას, რათა შოვთან და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული კითხვები გადაფაროს.

„ეს არის მმართველი პარტიის და ბიძინა ივანიშვილის ბინძური თამაშები, რომელშიც ჩართვას არ ვაპირებ. საერთოდ არ მაინტერესებს ეს საკითხი, „ნაციონალური მოძრაობისთვის" ეს საკითხი არ არის მნიშვნელოვანი. „ნაციონალური მოძრაობისთვის" იმპიჩმენტის საკითხი არის ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის ბინძური თამაშები, ამის განხილვაც კი, როდესაც მედიაში აქტუალური თემაა, აწყობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და რუსულ პარტიას, ერთადერთი მიზეზით, პასუხები რომ გვაქვს საზოგადოებას მისაღები შოვთან დაკავშირებით, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე - რუსული ხელიუფლება ცდილობს, ასეთი თემებით, რომელიც არ არის ჩემთვის საინტერესო, რაღაცნაირად მოახერხოს და გადაფაროს ეს თემები. რაც შეეხება უცხოურ მედიაში გასულ ინფორმაციას, ეს არის სპეკულაცია, პირდაპირ, თამამად, ცალსხად შემიძლია გითხრათ და მიიღეთ ეს პასუხი. „ნაციონალური მოძრაობა" რუსულ თამაშებში ჩართვას არ აპირებს", - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

„ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×