რეზონანსი
03.09.2023

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილება რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას ჰგავს.

ვიოლა ფონ კრამონმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „საქართველოს პრეზიდენტის გააქტიურება და მასზე ხელისუფლების თავდასხმა, თუ იცით იმპიჩმენტის შესახებ?"

„ჩემთვის ეს ჰგავს რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას, რომ საზოგადოებამ ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოს", - აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

„ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×