რეზონანსი
03.09.2023

„ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა. ქალაქის ცენტრში „ქართულ ოცნებას" არავინ მიუყვანია, - ამის შესახებ ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშენიძემ „ქრონიკაში" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა. ის, რომ „ქართული ოცნების" წევრები განზრახ დააყენეს და ჩხუბი მოაწყვეს და ასე შემდეგ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ძალიან ბევრი ხალხი იყო, მთელი ჩოხატაური იქ იყო და ყველამ კარგად იცის, რა როგორ მოხდა. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ „ქართული ოცნების" წევრები იდგნენ იქ განზრახ. კვირა დღეა და ამ დღეს მთელი ჩოხატაური ჩადის.

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, თან არა ჩოხატაურელები, ჩამოდიან აქ, ჩვენთან ჩოხატაურში და გვასწავლიან, რა, როგორ უნდა ვაკეთოთ. ჩვენ, ჩვენი ჩოხატაურისთვის ძალიან კარგად ვიცით, რას გავაკეთებთ, რა მოუხდება და რა იქნება უკეთესი", - განაცხადა ჩოხატაურის მერმა.

ჩოხატაურის ცენტრში დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები მოსახლეობას, საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდნენ. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის მუხლით დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×