რეზონანსი
03.09.2023

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზე გაამახვილებენ ყურადღებას, რადგან თურქეთი ცდილობს, მოსკოვი შეთანხმებას დაუბრუნდეს, - ამის შესახებ ერდოღანის მთავარმა მრჩეველმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, აკიფ ჩაღატაი კილიჩმა ტელეარხ A Haber-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ აქ წამყვან როლს ვთამაშობთ. მარცვლეულის დერეფნის რეალიზაციისთვის მთელი მსოფლიოსგან ძლიერ მხარდაჭერას ვხედავთ. ორშაბათის სამიტზე მარცვლეულის შეთანხმების ამჟამინდელი სტატუსი განიხილება. სიფრთხილეს ვიჩენთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ, რადგან ეს არის სიტუაცია, რომელიც გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა.

მისი თქმით, ანკარა აცნობიერებს, რომ შეთანხმების ირგვლივ ტექნიკური სირთულეები არსებობს, განსაკუთრებით რუსული მარცვლეულისა და გადახდის მექანიზმებთან დაკავშირებით. საკითხი ასევე მოიცავს საერთაშორისო გადახდის სისტემებს, როგორიცაა SWIFT-ი, რაც მრავალმხრივ გამოწვევას წარმოადგენს.

„აქ მნიშვნელოვანია რუსეთის ლიდერის გადაწყვეტილება. მჯერა, რომ პრეზიდენტ ერდოღანისა და პუტინის ორმხრივი შეხვედრა ამ საკითხში ყველაზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს", - აღნიშნა აკიფ ჩაღატაი კილიჩმა.

შეგახსენებთ, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა ხვალ სოჭში გაიმართება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×