რეზონანსი
05.09.2023

საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სვლას და ასევე გააგრძელებს მცდელობას, რომ შეიძინოს უფრო მეტი პარტნიორი, რათა გააძლიეროს ჩვენი სახელმწიფო და დაიცვას ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ინტენსიური დღის წესრიგი აქვს. მისივე თქმით, საქართველოს ახლა აქვს ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ისტორიული შესაძლებლობა.

„ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს გავდივართ ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ არის რეალურად ძალიან დიდი გამოწვევები და ამ გამოწვევების უკან დგას რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არაფერი აქვს გარდა იმისა, რომ დღის წესრიგში რადიკალიზმი შემოიტანოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება პირდაპირი იერიში იმ შესაძლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა იქნეს მიღებული კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გამიჯნონ კანდიდატის სტატუსი, თითქოს ეს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს და არა საქართველოს ხელისუფლებას. ეს ადამიანები არიან საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ განწყობილები. მათ არ უნდათ არანაირი სიკეთე, გარდა იმ შემთხვევისა თუ თვითონ არ იქნებიან პოლიტიკურ მმართველობაში", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×