რეზონანსი
05.09.2023

ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის განცხადება გავრცელდა, სადაც მხარდამჭერებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე.

„მინდა მივმართო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, ჩვენს გმირულ აქტივს! ჩემო ძვირფასებო, ძალიან მომენატრა თქვენთან პირადი კონტაქტი, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ მე ზღვა გადმოლახული მაქვს, თქვენს შორის ვიმყოფები და თქვენთან ერთად ვიბრძვი საქართველოს გადასარჩენად. ამისთვის გავუძელი ყველაფერს აქამდე.

ამ გზაზე ჩვენ ყველა პატრიოტთან უნდა გავაერთიანოთ სათითაოდ ჩვენი ძალები, მაგრამ იმისთვის, რომ სხვებთან გვქონდეს მისასვლელი პირი, თვითონ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე, ამავე დროს მივესალმები დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც.

ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან. ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია. სამიზნე უნდა გავასწოროთ ყველამ, ჩვენი მთავარი და ამ ეტაპზე ერთადერთი სამიზნე რუსული რეჟიმია!",- ნათქვამია სააკაშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

სააკაშვილის განცხადებას მცირე პოსტით გამოეხმაურა თამარ ჩერგოლეიშვილი:

„და ვინც მიშას გზას გაყვება, დაამთავრებს როგორც მიშა. თქვენი გემოვნების საკითხია, მეგობრებო.(განულებაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ, არ მინდა ნულს ნიშანი მოვუგო)",-წერს ჩერგოლეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×