რეზონანსი
06.09.2023

„გირჩი-მეტი თავისუფლებისა" და „დროას" გაერთიანება პოლიტიკური ხულიგნების გაერთიანებაა, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, პოლიტიკაში ასეთ ანარქისტებს არაფერი ესაქმებათ.

„ძალიან ბევრი კომენტარი საჭირო არ არის, რადგან შეიძლება, ამით ჩვენ რეიტინგი ავუწიოთ. ძალიან მოკლედ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური ხულიგნების გაერთიანება. კარგად უდგათ სავარძელი, უნდა დასხდნენ და ამ პროცესებს შეხედონ, მათი მეტი როლი პოლიტიკაში ნამდვილად არ არის. ერთიც და მეორეც საქართველოს საზოგადოებაში ცნობილია, როგორც პოლიტიკური ხულიგნები. ამიტომ, ასეთ ანარქისტებს არაფერი ესაქმებათ საქართველოში, მით უმეტეს პოლიტიკაში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„გირჩი-მეტი თავისუფლება" და „დროა" საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×